თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
“ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა,” - წერს Reuters და აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი შიგნით საათზე მეტხანს იმყოფებოდა.
ცნობისთვის, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, მედიის წარმომადგენლების გარეშე. პრეზიდენტებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.