4 პარტიის შესაძლო აკრძალვის ფონზე ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს - Palitra News

4 პარტიის შესაძლო აკრძალვის ფონზე ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს

2026-07-28 20:39:57+04:00

ოპოზიციაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა კვლავ დღის წესრიგში რჩება, თუმცა ერთიან პოზიციას ყველა პარტია აღარ იზიარებს. ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ საჭიროა როგორც ოპოზიციურ სპექტრთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დაწყება. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელის საფუძველზე 4 ოპოზიციური ძალის აკრძალვას გადაწყვეტს. ამ ფონზე კვლავ აქტუალურია კითხვები ოპოზიციური გაერთიანების მომავალზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაციის პროცესსა და იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც მოლაპარაკებისთვის მზად არიან.