„ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დაფუძნდა - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები - Palitra News

„ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დაფუძნდა - რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები

2026-07-28 20:41:28+04:00

საქართველოში ახალი სახალხო მოძრაობა - „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფმა მოძრაობის რეგისტრაციისთვის განაცხადი იუსტიციის სახლში სწორედ დღეს შეიტანა. ორგანიზაციის დამფუძნებელი MMA-ის მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი აცხადებს, რომ მოძრაობის მიზანი ქართული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვაა. ოპოზიცია კი ამ ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს და მას „მორალის პოლიციის“ შექმნის მცდელობად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და ძალადობის წახალისების საფრთხედ აფასებს. ხელისუფლების ოპონენტთა შეფასებით, საქმე კონსტიტუციის საწინააღმდეგო პროცესს ეხება და სახელმწიფო უწყებების სწრაფი რეაგირება აუცილებელია. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ტრადიციების დაცვა მისაღებია, თუმცა ნებისმიერი მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს.