უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს. კიევის 40-დღიანი ოპერაცია ახალ ეტაპზე გადავიდა და შორი მოქმედების დარტყმების მთავარი სამიზნე კვლავ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის ბაზები და სამხედრო ლოგისტიკური ობიექტებია. ამავდროულად, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასშტაბურ საჰაერო იერიშებს აგრძელებს. დასავლელი პარტნიორები სამხედრო კი დახმარებას აფართოებენ, ხოლო ვაშინგტონში დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურების ახალი მცდელობები მიმდინარეობს.