აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირზე უარის თქმას - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს - Palitra News

აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირზე უარის თქმას - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს

2026-07-28 20:45:43+04:00

აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ოფიციალური უარის თქმას - აღნიშნული საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო განცხადება ევროპული კურსიდან საბოლოო გადახვევის კიდევ ერთი ნიშანია. შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მცირე სახელმწიფოსთვის ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში უფრო ხელსაყრელიც იყოს, რადგან, როგორც თავად ამტკიცებს, ამით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას ინარჩუნებს. მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისეთ მოდელზე გადადის, რომელიც წევრ ქვეყნებს თანასწორ უფლებებს უზღუდავს და მსგავსი მიდგომა საქართველოსთვის მიუღებელია.