შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავა, კიდევ 6 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. უწყების ცნობით, ისინი ერთმანეთთან მუდმივ კავშირზე იყვნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, სადაც გადაწყვეტილებებს კრიმინალური ტრადიციების მიხედვით იღებდნენ. აღნიშნული დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.