კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობას აღარ აძლევს და მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა სჭირდება. რუხაძე აღნიშნავს, რომ კულტურის სფერო განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რის უზრუნველყოფას ამ ეტაპზე ვეღარ შეძლებს. ყოფილმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, მთავრობის წევრებსა და სამინისტროს თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, გუნდს გვერდით მომავალშიც დაუდგება და საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.