საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - ევაკუირებულთა რიცხვმა 360 ათასს გადააჭარბა - Palitra News

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს - ევაკუირებულთა რიცხვმა 360 ათასს გადააჭარბა

2026-07-28 20:49:27+04:00

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც საფრანგეთი და ესპანეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან - ევაკუირებულთა რაოდენობამ 360 ათასს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შემოგარენში. შექმნილი ვითარების გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბორდოში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცენტრს ეწვია. მისივე განცხადებით, ქვეყანა უპრეცედენტო ხანძრების წინაშე დგას. მაკრონმა მადლობა იმ სახელმწიფოებსაც გადაუხადა, რომლებიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საფრანგეთს დახმარებას უწევენ.