რატომ გადადგა კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე - Palitra News

რატომ გადადგა კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე

2026-07-29 09:46:11+04:00

კულტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გუშინ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განმარტა, რომ არსებული მდგომარეობა სამინისტროს საქმიანობისთვის სათანადო დროისა და ყურადღების დათმობის შესაძლებლობას არ აძლევდა. ყოფილი მინისტრი პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და სამინისტროს თანამშრომლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გუნდის მხარდამჭერად რჩება. გადადგომას ოპოზიციაც გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა მხოლოდ მინისტრის შეცვლა არ არის, რადგან, მათივე შეფასებით, კულტურის სფეროში არსებული პოლიტიკა უცვლელი რჩება. ისინი აცხადებენ, რომ პერსონალური ცვლილებები სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.