ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინმა ომში ინიციატივა დაკარგა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინმა ომში ინიციატივა დაკარგა

2026-07-29 10:07:24+04:00

ვლადიმერ პუტინმა ომში ინიციატივა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე დინამიკა შეცვალა.

„ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პუტინმა თქვა, რომ ჩვენს ოკუპაციას ორ ან სამ დღეში მოახდენდა, ჩვენ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური ინდუსტრია ავაშენეთ. 500 კომპანია გვყავს ძალიან ძლიერი ტექნოლოგიებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი ინოვაციების შეჯიბრებად იქცა და სტრატეგია მუდმივად იცვლება, რადგან დრონები სწრაფად ძველდება, თუ მათ ადაპტირებას არ მოახდენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ომი ყოველ სამ, ექვს თვეში იცვლება. ჩვენ ტექნოლოგიები უნდა შევცვალოთ. ჩვენ პუტინზე სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინს მეტი ხალხი ჰყავს. ჩვენი ხალხის გადასარჩენად უფრო მეტი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ. პუტინი თვეში 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგები ძალიან ბევრია, მაგრამ მას არ სურს ამ ომის დასრულება. ამიტომ, ახლა ინიციატივა პუტინის ხელში არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.