რუსული მედია - რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა - Palitra News

რუსული მედია - რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

2026-07-29 10:32:34+04:00

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დუროვს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით (ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა)“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, შეტყობინებების აპლიკაციის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების მიერ „შეთქმულების დასაგეგმად და მასობრივი მკვლელობების ჩასატარებლად გამოყენებული არხების წაშლა“.