ირანის საგარეო უწყება - აბას არაღჩიმ და კაია კალასმა ბოლო დროს განვითარებული რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები განიხილეს - Palitra News

ირანის საგარეო უწყება - აბას არაღჩიმ და კაია კალასმა ბოლო დროს განვითარებული რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები განიხილეს

2026-07-29 11:26:54+04:00

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასთან, - ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აბას არაღჩიმ და კაია კალასმა ასევე განიხილეს „დაძაბულობის შემცირებისა და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების გზები“.