თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვა დაასრულა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვა დაასრულა

2026-07-29 12:56:50+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვა დაასრულა. გადაწყვეტილებით, დაკავებულთა ნაწილს ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ნაწილს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მხოლოდ თორნიკე ტიკარაძის საქმის განხილვა 31 ივლისისთვის გადაიდო. საქმე 26 ივლისს საკრებულოსთან გამართულ აქციას ეხება, რომელზეც პოლიციამ 10 აქტივისტი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერებით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და სამართალდამცველების მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაცვის მხარე და აქტივისტები არ ეთანხმებიან და მათ სამართლებრივ საფუძველს არ აღიარებენ.