რას გულისხმობს "ენმ"-ში დაანონსებული რეფორმა - Palitra News

რას გულისხმობს "ენმ"-ში დაანონსებული რეფორმა

2026-07-29 12:57:24+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეფორმირების პროცესს იწყებს და მხარდამჭერებზე გათვლილ საჯარო ფინანსური მხარდაჭერის კამპანიას იწყებს. პარტიაში განმარტავენ, რომ მიღებული შემოწირულობები ყრილობის ორგანიზებასა და დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას მოხმარდება. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პოლიტიკური საბჭო ყრილობის ჩატარების წესს განსაზღვრავს, რის შემდეგაც ახალ მმართველ ორგანოს აირჩევენ, რომელიც რეფორმებს უხელმძღვანელებს. მიმდინარე პროცესებს სხვა ოპოზიციური პარტიები საჯაროდ არ აფასებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებთან შეხვედრებსა და მათ პრობლემებზე არიან კონცენტრირებულნი. კოალიციის წევრი პარტიები კი აღნიშნავენ, რომ სამოქმედო გეგმა უკვე აქვთ, თუმცა მისი დეტალების გასაჯაროებას ჯერ არ გეგმავენ.