რატომ გადადგა კულტურის მინისტრი - რა ვარაუდები აქვთ ოპოზიციაში - Palitra News

რატომ გადადგა კულტურის მინისტრი - რა ვარაუდები აქვთ ოპოზიციაში

2026-07-29 12:58:10+04:00

კულტურის უკვე ყოფილმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და განმარტა, რომ არსებული მდგომარეობა სამინისტროს საქმიანობისთვის სათანადო დროისა და ყურადღების დათმობის შესაძლებლობას არ აძლევა. ყოფილმა მინისტრმა პრემიერს, მთავრობის წევრებსა და სამინისტროს თანამშრომლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდის მხარდამჭერად რჩება. რუხაძის გადადგომას ოპოზიციაც გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა მხოლოდ მინისტრის შეცვლა არ არის, რადგან, მათივე შეფასებით, კულტურის სფეროში არსებული პოლიტიკა უცვლელი რჩება. ისინი აცხადებენ, რომ პერსონალური ცვლილებები სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.