„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს - სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს - სხდომაზე ყრილობის თარიღი განისაზღვრება

2026-07-29 14:07:53+04:00

30 ივლისს, 15:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განისაზღვრება ყრილობის თარიღი.

“პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება. სხდომის დღის წესრიგში ყრილობის გამართვის საკითხი იქნება - დელეგატების მოწვევის წესი, ყრილობის თარიღი და ა.შ. პოლიტსაბჭოს წევრები ინფორმირებული არიან მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.