„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს - რა ხდებობდა ბორდის სხდომაზე - Palitra News

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს - რა ხდებობდა ბორდის სხდომაზე

2026-07-29 15:40:47+04:00

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს. ამ პოზიციას ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბერძენიშვილს მხარი დაუჭირა 8 წევრმა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო. საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.