როგორ ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" ჯო უილსონის კრიტიკულ გზავნილებს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" ჯო უილსონის კრიტიკულ გზავნილებს

2026-07-29 15:43:37+04:00

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი შტატების კონგრესში გეგმავს დააინიციროს საქართველოს შესახებ მორიგი კანონპროექტი, რომელიც მიმართული იქნება ქართული ოცნების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიძულვილის ენის შეჩერების საბაბს იყენებს და ფაქტობრივად ცენზურას აწესებს. „ქართული ოცნების” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება“ - წერს უილსონი. ქართულ ოცნებაში კვლავ აცხადებენ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ქართულ ოპოზიციას ლობირებს და მათი კარნახით მოქმედებს.