საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

2026-07-29 17:18:33+04:00

საქართველოში დაკარგული ტაილანდელი ბლოგერი, ჰლუნ სოლო გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაცვლილი თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს.

ბლოგერის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 13 ივლისს გავრცელდა, ოჯახი მას ამ დრომდე ეძებდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.