დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ

2026-07-29 17:37:18+04:00

ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა გასულ ღამეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალებზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა და იორდანიაში ამერიკელ სამხედროებს რაკეტების ჩამოსაგდებად მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდათ.

„ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. ისეთ დარტყმებს მიიღებენ, დიდხანს რომ არ დაავიწყდებათ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის ცნობით, ერაყში, ირანის მოკავშირე დაჯგუფებებზე აშშ-ისა და საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული იერიშები ერაყის მთავრობასთან კოორდინირებული იყო.