პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკის შეხვედრა მიმდინარეობს

2026-07-29 20:08:38+04:00

პოლონეთში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

“ლიუბლინში, პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა დაეთმობა უკრაინელი ლიდერის შეერთებულ შტატებში ვიზიტს”, - წერს პოლონური მედია.

ცნობისთვის, ზელენსკი პოლონეთს ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრო.