სალომე ზურაბიშვილი თინათინ რუხაძის გადადგომაზე - დიდად საინტერესო არ არის, რადგან ერთ-ერთი ეპიზოდია შიდა უნდობლობის, დაჯახების, რეალურად, ეს არის გროვა, რაღაცნაირი გუნდი და არა მთავრობა - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი თინათინ რუხაძის გადადგომაზე - დიდად საინტერესო არ არის, რადგან ერთ-ერთი ეპიზოდია შიდა უნდობლობის, დაჯახების, რეალურად, ეს არის გროვა, რაღაცნაირი გუნდი და არა მთავრობა

2026-07-29 20:09:57+04:00

მგონია, რომ იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად, რომელიც გვაჩვენებს, ეს არის მიზანი, რომ ჩვენ და ჩვენი კულტურა ვართ არარაობა, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის გადადგომასთან დაკავშირებით „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.

ზურაბიშვილი მინისტრის გადადგომას შიდა დაპირისპირებას და კორუფციის საკითხს უკავშირებს.

„შიდა დაპირისპირებაც და კორუფციაც, ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. დიდად საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი შიდა უნდობლობის, დაჯახების. რეალურად ეს არის გროვა, რაღაცნაირი გუნდი და არა მთავრობა. რაც დრო გადის, კულტურის სამინისტროში ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო დაქვეითებული სურათი, იმიტომ, რომ ესეც არის რუსეთის ფორმა, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის კულტურას და იდენტობას და გვითხრას, რომ შენი სახე ეს არის. როგორც გვაჩვენეს, რომ ჩვენი სახეა ის, ვინც ატარებს პრეზიდენტის სახელს, ასევ, გვეტყვიან, რომ თქვენი სახეა ასეთი კულტურის მინისტრი და ამის ღირსი ხართ. ასე, რომ დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი და ვშიშობ და ვეჭვობ, რომ იქნება კიდევ უფრო დაბალი კატეგორია, ვიდრე, რაც აქამდე გვქონდა და მისის სულ დაბლა და დაბლა და ეს არის რუსეთის პირდაპირი გზავნილი საქართველოს და ქართული კულტურის და იდენტობის მიმართ. [...]

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, მინისტრად „კიდევ ერთი არარაობა“ დაინიშნება, რაც, მისი შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულებას ასახავს ქართული კულტურის მიმართ.

„მკაცრი, იდეოლოგი, დამსჯელი და აგრესიული მინისტრი უკვე გვყავდა. არ მგონია ახლა სჭირდებოდეთ იდეოლოგია, კობახიძის და პაპუაშვილის ხელშია, ისინი ავრცელებენ. კულტურის მინისტრისგან აღარ სჭირდებათ ის, რაც სჭირდებოდათ იმისთვის, რომ წმენდები გაეტარებინათ კულტურის სამინისტროში და ის მკაცრი ხელი შემოიყვანეს [თეა წულუკიანია] და მერე გაიყვანეს, ამიტომ, მე მგონი, რომ იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად, რომელიც გვაჩვენებს და ეს არის მიზანი, რომ გვაჩვენონ, ჩვენ ვართ არარაობა და ჩვენი კულტურა," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.