მთავრობის სტრუქტურაში იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს - Palitra News

მთავრობის სტრუქტურაში იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

2026-07-29 21:22:14+04:00

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებით საკუთარ დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება.