ხვალ, 15:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განისაზღვრება ყრილობის თარიღი. ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.