ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა - Palitra News

ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა

2026-07-29 21:24:06+04:00

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა გადაწყეტილება მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იქნა მიღებული, უკან იყოს წაღებული. ოპონენტები თვლიან, რომ ნაურუს გადაწყვეტილება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის წარმატების ნაწილია, თუმცა მისი მხოლოდ ქართული დიპლომატიის გამარჯვებად წარმოჩენა სადავოა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გია ჯაფარიძის თქმით, ამ შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი აშშ-ისა და ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერასა და საერთაშორისო პარტნიორების თანმიმდევრულ მუშაობას მიუძღვის.