ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს - როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს - როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-07-29 21:28:24+04:00

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს. მისი თქმით, დოკუმენტი მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით, რეალურად ცენზურის დაწესებას ცდილობს. „ქართული ოცნების“ პრორუსულ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება,“ - წერს კონგრესმენი. ოპოზიციაში უილსონის გზავნილებს იზიარებენ. საპასუხოდ, „ქართულ ოცნებაში“ კვლავ აცხადებენ, რომ ჯო უილსონი ქართულ ოპოზიციას ლობირებს და მათი კარნახით მოქმედებს.