საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და საკუთარი მდგომარეობა ნელსონ მანდელას მაგალითს შეადარა. სააკაშვილის თქმით, მისი მიზანი პირადად ხელისუფლებაში დაბრუნება არ არის, არამედ „ახალი თაობისა და სხვანაირად მოაზროვნე ადამიანების“ ხელისუფლებაში მოყვანაა. მისივე განცხადებით, საქართველოში ამჟამად არჩევნები არ ტარდება და ოპოზიციამ ყურადღება „განმათავისუფლებელ პროცესსა“ და „წინააღმდეგობის მოძრაობაზე“ უნდა გაამახვილოს.