„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს. ამ პოზიციას ის მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავებს. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბერძენიშვილს მხარი 8 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო. საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე თინათინ ბერძენიშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.