რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - Palitra News

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

2026-07-29 21:33:44+04:00

აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, მთლიანად დასრულებულია ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. რუსთაველის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდა. კალაძის ინფორმაციით ობიექტზე შესაბამისი ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.