საქართველოს მთავრობა მამუკა მდინარაძისთვის კიდევ ერთ ახალ თანამდებობას ქმნის. მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა სექტემბერში შეიქმნება შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მოუწოდა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.აღსანიშნიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნება შექმნიდან 3 თვეში აუქმებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელსაც მამუკა მდინარაძე იკავებდა. საკითხს პოლიტიკურ შეფასებებიც მოყვა.