რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ბოლო ცნობებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. კიევის მერის განცხადებით, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ნამსხვრევების ჩამოვარდნა და ხანძარი დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ცნობით, კერძო სახლს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი და ოთხი ზრდასრული დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა. ქალაქ ლვოვში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ანგარიში მოისმინა. ზელენსკის თქმით, რუსები რამდენიმე დღის წინ ემზადებოდნენ მასიური დარტყმისთვის და სწორედ ახლა აქვს მოლოდინი რომ დარტყმა განხორციელდება. უკრაინა განაგრძობს უსაფრთხოების ძალების მეთაურობით ოპერაციას,რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შესუსტებას.