კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა - Palitra News

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა

2026-07-30 10:06:18+04:00

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა. მედიის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და საჭირო გახდა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითე იოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს. ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.ამასთან, ესპანეთსა და საფრანგეთში ზაფხულის სიცხის მეოთხე ტალღა დაიწყო, მეხანძრეები ცდილობენ თავიდან აიცილონ მასშტაბური ხანძრების გაჩენა, რომლის გაკონტროლება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი. თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში ხანძრის გამო, ფეთიესა და ანტალიის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი დაიკეტა და საავადმყოფოს ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა.