უკრაინული მედია - ლვოვში, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა - Palitra News

უკრაინული მედია - ლვოვში, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

2026-07-30 11:51:18+04:00

ლვოვში, რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლვოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ შენობების ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მაქსიმ კოზიცკის ცნობით, დაშავებულთაგან 15 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვები.

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ლვოვში 20-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, სკოლა და საბავშვო ბაღი დაზიანდა.