სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე იკავებდა, შექმნიდან სამ თვეში გაუქმდა. მდინარაძე სრულიად ახალ პოსტზე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. მდინარაძისთვის ახალი თანამდებობა სექტემბერში შეიქმნება შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მოუწოდა საშემოდგომო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილების მიზანი სინამდვილეში მამუკა მდინარაძის ჩამოშორებაა.