რა გადაწყდება "ნაც.მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე - Palitra News

რა გადაწყდება "ნაც.მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე

2026-07-30 13:09:05+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს ჩასატარებლად ემზადება. დღეს 15:00 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, სადაც არსებული ინფორმაციით, სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ. განისაზღვრება ყრილობის თარიღი. ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. ნაციონალური მოძრაობის რეოგრანიზაციის საკითხი და კოორდინაცია ალიანსთან.