ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის ინიციირებას გეგმავს.უილსონი კვლავ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ დოკუმენტი მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ პრორუსულ, პროირანულ და პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება,“ - წერს კონგრესმენი. კრიტიკას კრიტიკით პასუხობენ მმართველ პარტიაში. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ ჯო უილსონს საქართველო არ უყვარს და პროცესების ესკალაციას იმისთვის ცდილობს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არ გადაიტვირთოს.