2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - Palitra News

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა

2026-07-30 13:50:16+04:00

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს 1 024 954 პირი იღებდა. კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში 599-ლარამდე ხელფასი 111 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-დან 1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 181 ათასს შეადგენდა. გარდა ამისა, ქვეყანაში 349 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 383 ათას ადამიანის ყოველთვიური ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა. რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ ყოველთვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, ივნისში ამხელა ჯამაგირი 33 823 ადამიანმა აიღო.