მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ქართული მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - Palitra News

მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ქართული მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა

2026-07-30 13:51:31+04:00

მსოფლიოს საუკეთესო კერძების ასეულში ქართული მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა. Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა. ინფორმაციისთვის, რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა შეფასებას. ამჯერად 453 720 პირმა, მსოფლიოს 11 781 კერძიდა 100 საუკეთესო გამოავლინდა, საიადანც ორი ქართულია.