კრიზისი "ქართული ოცნების" შიგნით თუ სახელმწიფოს მართვის გაუმჯიბესებული სტრატეგია? -რას ემსახურება მამუკა მდინარაძის სრულიად ახალ თანამდებობაზე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანა? პოლიტიკურ მხარეებს კითხვაზე სხვადასხვა პასუხები აქვთ. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ სამი თვის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის გაწეული შრომა შესაძლელობას იძლევა ეს ორგანო გაუქმდეს და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყომ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებაა. ქართული ოცნების განმარტებები არ სჯერა ოპოზიციას, რომელიც მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძის ასე უცაბედი გადაადგილება ჯერ არ არსებულ თანამდებობებზე მიანიშნებს, რომ მიზანი მისი ჩამოშორებაა. მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის მეტს თემაზე