როგორ აფასებენ ოპოზიციაში ნაურუს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუქმებას - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციაში ნაურუს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაუქმებას

2026-07-30 15:53:28+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტროს” განცხადებით, ნაურუზე განხორციელდა „უპრეცედენტო ზეწოლა" მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაწყვეტად. გავრცელებული განცხადებით , აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნაურუმ ოკუპირებული აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. ოპოზიცია ამბობს, რომ ის რასაც საქართველოს ხელისუფლება ქართული დიპლომატიი გამარჯვებად მიიჩნევს, სინამდვილეში ამერიკული და ევროპული დიპლომარიის დამსახურებაა.