აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების ტალღა დაასრულეს. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს იყო პასუხი ირანის გუშინდელ მცდელობაზე, თავს დასხმოდა აშშ-ის ძალებს.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამდა. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით კი, ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება იქამდე, ვიდრე აშშ-ის მხრიდან მუქარა და ჩარევა გაგრძელდება. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე მის კონტროლქვეშ არის და ქვეყანა არაერთხელ დასხმია თავს იმ გემებს, რომლებიც მითითებებს არ ემორჩილებიან.