იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა - Palitra News

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

2026-07-30 15:56:12+04:00

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკა იჩის განცხადებით, კუმამოტოს პრეფექტურაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პრეფექტურაში 30000-ზე მეტი ოჯახი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრის შემდეგ 9000 ადამიანი ევაკუაციის ცენტრებში გადაიყვანეს. იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდად, ხოლო აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა 6.8 მაგნიტუდად შეაფასა.