ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ.
შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ გააუქმა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.
შესაბამისი ქვეყნებს ფორმალურად შევატყობინებთ შესაბამისი დიპლომატიური არხებით”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნაურუს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.