„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს, 15:00 საათზე დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ტექნიკური ხასიათის ყრილობას 250-დან 300-მდე დელეგატი დაესწრება და მისი ორგანიზებისთვის უკვე შექმნილია 7-კაციანი ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომას თინა ბოკუჩავა არ დასწრებია. თავად ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიაში იცოდნენ, რომ ის დედაქალაქში არ იმყოფებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სხდომა მაინც ჩანიშნეს. პარტიაში კი იმედოვნებენ, რომ ბოკუჩავა 5 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობას დაესწრება.