ნაურუს გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა - Palitra News

ნაურუს გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დავის საგანი გახდა

2026-07-30 20:42:18+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნაურუზე მათთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის მიზნით „უპრეცედენტო ზეწოლა“ განხორციელდა. დე ფაქტო უწყების მტკიცებით, აფხაზეთსა და ნაურუს შორის თანამშრომლობის განვითარებას საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ეს საკითხი უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების საგანი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ შტატებისა და ევროპელი პარტნიორების დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. მმართველ გუნდში კი ამ თემაზე განსხვავებული შეფასებები აქვთ და გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიის წარმატებად აფასებენ.