მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია განსხვავებულად განმარტავენ - Palitra News

მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია განსხვავებულად განმარტავენ

2026-07-30 20:44:12+04:00

მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე გადაყვანა პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. „ქართული ოცნება“ განმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით 3-თვიანი მუშაობის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის პოსტის საჭიროება აღარ არსებობს და აქცენტი რეგიონული პოლიტიკის გაძლიერებაზე გადადის. ოპოზიცია ამ ვერსიას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ შეუქმნელ პოზიციაზე მისი გადაყვანა შიდა პროცესებსა და გავლენების გადანაწილებაზე მიუთითებს. „ქართული ოცნება“ კი ამ ცვლილებას სახელმწიფო მართვის ახალი პრიორიტეტებით ხსნის.