მედია - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან - Palitra News

მედია - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან

2026-07-30 22:00:44+04:00

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინას 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი , სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი უკრაინაში აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავლენ.

უკრაინის დედაქალაქში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებებში, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს დაეთმობა.