"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ - Palitra News

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

2026-07-31 09:21:57+04:00

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა დღეს იგეგმება. ელისაშვილის ადვოკატების ცნობით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.