საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება - Palitra News

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

2026-07-31 09:23:11+04:00

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას ემი ვ დიაზი დაიკავებს. ის წლების განმავლობაში თბილისში აშშ-ის საელჩოში შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავდროულად, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც, „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ჯო უილსონის განცხადებები საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება და მისი მიზანი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ხელშეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ვიდრე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასავლეთის კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები ვერ ნორმალიზდება .