გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სულ მცირე ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო - Palitra News

გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სულ მცირე ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო

2026-07-31 09:25:35+04:00

გორის ცენტრში მომხდარი ჩხუბის შედეგად, სულ მცირე ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. შემთხვევა სტალინის ქუჩაზე ,,პაბ რესტორნის" წინ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, რამდენიმე პირს შორის რესტორანში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.